საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ გლობალური იმპლემენტაციის მხარდაჭერის სიმპოზიუმში (GISS 2026) მიიღო მონაწილეობა
საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორმა გივი დავითაშვილმა 2026 წლის 14–16 აპრილს მაროკოს სამეფოს ქალაქ მარაკეშში გლობალური იმპლემენტაციის მხარდაჭერის სიმპოზიუმში (GISS 2026) მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ორგანიზებითა და მაროკოს სამეფოს მხარდაჭერით გამართა.
GISS 2026-ის მთავარი თემა ავიაციის ინდუსტრიის გლობალური სტრატეგიების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა ნახშირბადის ნულოვანი ემისიების მიღწევა, ფრენების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება და ავიაციის სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია. სიმპოზიუმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, კადრების გადამზადება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საავიაციო პროექტების ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები.
საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ მოდერაცია გაუწია პანელურ დისკუსიას, რომელიც ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების მიღწევას მიეძღვნა. დისკუსიაზე განხილული იქნა საავიაციო სექტორში ფატალური შემთხვევების ნულამდე დაყვანისთვის აუცილებელი პრაქტიკული ნაბიჯები, შესაბამისი პოლიტიკა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. გლობალური იმპლემენტაციის მხარდაჭერის სიმპოზიუმი საერთაშორისო საავიაციო სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ავიაციის სექტორის სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს. ღონისძიების მიზანია პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრა გლობალური ავიაციის მდგრადი განვითარების, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით.